• თბილისი, ნავთლუღის 1/10
  • (+995 32) 2 200-211 (+995 32) 2 773-572

თანამედროვე მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი "DIAGNOZ" დაარსებულია და წარმატებით მუშაობს 2006 წლიდან. 

წარმატებულად აწარმოებს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას ყველაზე თანამედროვე აპარატურის დახმარებით.

ყველაფერი რაც ეხება ჯამრთელობას - ჩვენთვის მნიშნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პაციენტების ნდობა დავიმსახუროთ ჩვენი პროფესიონალიზმით, დახმარების სურვილით, გულთბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებით. ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ არა ერთ, არამედ რამდენიმე სპეციალობას, (აქვთ სპეციალობის შესაბამისი სერტიფიკატები)

ძალიან ფართოდ და პროფესიონალურად არის წარმოდგენილი ჩვენს კლინიკაში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. ცენტრში აგრეთვე წარმოდგენილია გინეკოლოგების, უროლოგების და სხვა პროფილის ექიმების მომსახურება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმებთან, რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო კვლევებისა და პრაქტიკის დიდი გამოცდილება.

თქვენი კომფორტისთვის ტარდება წინასწარი ჩაწერა კონსულტაციებზე და გამოკვლევებზე.

ჩვენს სამედიცინო ცენტრში გარანტირებულია სამედიცინო ეთიკის პრინციპებისა და კონფიდენციალურობის დაცვა, ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი ჩვენს კლინიკაში ვიზიტი იყოს თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული, თქვენ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გარემო და პერსონალი.


მობრძანდით, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ თქვენს დასახმარებლად!